თენგიზ შარმანაშვილი: როგორი აგრესიულია ლაშა ტალახაძე, ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი მისდევდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა ამ მთასავით კაცს

,,ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელი ურევია”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ეკა გიგაურსა და მის ორგანიზაციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელი ურევია ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით. სანქცირებისთვის უნდა მოეძებნათ ახსნა და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს – თითქოს, ლაშა ტალახაძე აგრესიულობისთვის დასანქცირდა.

როგორი აგრესიულია ლაშა ტალახაძე, ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი მისდევდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა ამ მთასავით კაცს და საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდა ამაზე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები