ტრამპი – “ჰამასს”: ახლავე გამოუშვით ყველა მძევალი, ან თქვენი საქმე დამთავრებულია

ახლავე გამოუშვით ყველა მძევალი და მყისიერად დააბრუნეთ ყველა იმ ადამიანის ცხედარი, ვინც მოკალით, ან თქვენი საქმე დამთავრებულია,- ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “ჰამასს” მიმართა.

მისივე თქმით, მხოლოდ ავადმყოფი და არანორმალური ადამიანები იტოვებენ ცხედრებს და ისინი სწორედ ავადმყოფები და არანორმალურები არიან.

“ისრაელს ყველაფერს ვუგზავნი, რაც საჭიროა, რათა საქმე დაამთავროს, არცერთი “ჰამასის” წევრი არ იქნება უსაფრთხოდ, თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ვამბობ. ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა.

[ჰამასის] ლიდერებისთვის, ახლა ღაზის დატოვების დროა, სანამ ამის შანსი კიდევ გაქვთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ღაზის მოსახლეობას მიმართა.

“ლამაზი მომავალი გელით, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ მძევლები გყავთ. თუ გყავთ, მკვდრები ხართ! გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ. მძევლები ახლავე გაათავისუფლეთ, ან მოგვიანებით საფასურის გადახდა მოგიწევთ”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები