“საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან თამაშზე უარი უნდა განაცხადოს“

   დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გერმანიის ნაკრებთან 29 მარტს გასამართ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს.
ბრეგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებმა მატჩზე უარი ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის გარდაუვალი საშიშროების გამო უნდა თქვას.
“სრულიად სერიოზულად-ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის გარდაუვალი საშიშროების გამო, მოვითხოვ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უარი განაცხადოს გერმანიის ნაკრებთან 29 მარტს გასამართ მატჩში მონაწილეობაზე და მათ მაგივრად ვათამაშოთ 17წლამდე ნაკრები (დიდ ფეხბურთელებთან ბურთს მაინც გააგორებენ ბავშვები). გერმანელმა ფეხბურთელებმა დანდობა არ იციან, გავიხსენოთ გერმანია-ბრაზილია 7-1, ამიტომ თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ჩვენ ორნიშნა ციფრით მოგვიგებენ. UEFA-ს ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოს ჰყავს ე.წ. ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც შოტლანდიელებთან მატჩში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ესეთი სუსტი-სამარცხვინო ნაკრები და ესეთი სუსტი მწვრთნელი ისტორიას არ ახსოვს.ნუ შეგვილახავთ თავმოყვარეობას და გთხოვთ თავად თქვათ უარი გერმანელებთან მატჩში მონაწილეობაზე, თქვენი საქმე გიბრალტარი, ფარერები, სან მარინოა!,“ – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები