რუმინეთის ხელისუფლება ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუმინეთის ხელისუფლება ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუმინეთის ხელისუფლებამ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშესა და მისი მოადგილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო; რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
ეს ელემენტები უკვე ეცნობა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს. ის რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.