ჭიკაიძე, ღარიბაშვილი, კალაძე და მთავრობის სხვა წევრები გორში ფეხბურთს ითამაშებენ

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
საფეხბურთო მატჩში 15:00 საათზე ქალაქ გორში, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ცხინვალის “ლიახვი” და “თბილისი” შეხვდებიან.
“თბილისის” შემადგენლობაში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებენ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მთავრობის სხვა წევრები.
რაც შეეხება ცხინვალის “ლიახვს”, გუნდი ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები