ზელენსკი: ჩვენ გვსურს არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება
ჩვენ ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი. არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ყოველთვის გვემახსოვრება გერმანიის წვლილი ქვეყნის საჰაერო ფარის გაძლიერებაში და ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაცვაში.
„მე ვესაუბრე ბუნდესტაგის კანცლერს, ოლაფ შოლცს. გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებსა და ჩვენს ხედვაზე სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით.
გვაქვს უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის იმედი და ვმუშაობთ ამისთვის. ჩვენ ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი. არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით ეს სრულიად მიღწევადია.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება გერმანიის წვლილი უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში და, რაც მთავარია, ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაცვაში. ჩვენ ვხედავთ ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს. ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.