მედვედევი: უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება, რუსეთი წინ მიიწევს
სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რუსეთი წინ მიიწევს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანა უკრაინისთვის მაქსიმალური მარცხის მიყენებაა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. რუსეთი წინ მიიწევს. მტერი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და ჯერ არ დამარცხებულა. ბანდერას რეჟიმისთვის და პირადად მისი ლიდერისთვის ომის შეჩერება ხომ გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. ამიტომ, მტრისთვის ადგილზე მაქსიმალური მარცხის მიყენება დღეს ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება“, – აღნიშნა მედვედევმა.