გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი – ტრამპს: ჩვენ არ ვიყიდებით

ჩვენ არ ვართ ამერიკელები, ჩვენ არ ვართ დანიელები, რადგან ჩვენ გრენლანდიელები ვართ,- ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა.

მინისტრი ამით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა გრენლანდიასთან დაკავშირებით, სადაც ტრამპმა აღნიშნა: „ასე თუ ისე, აშშ მიიღებს გრენლანდიას“.

„ჩვენ არ ვართ ამერიკელები, ჩვენ არ ვართ დანიელები, რადგან ჩვენ გრენლანდიელები ვართ. ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გაიგონ. ჩვენ არ ვიყიდებით“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მომავალს თავიანთ ქვეყანაში თავად განსაზღვრავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები