ტრამპი – “ამერიკა დაბრუნდა, ამერიკული ოცნება შეუჩერებელია”

ამერიკა დაბრუნდა, – ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლა.

მისი თქმით, ამერიკული ოცნება შეუჩერებელია და ისტორიაში წარმატებული ეპოქა დაიწყო.

„იმ მომენტიდან მოყოლებული, სხვა არაფერი მომხდარა, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. 43 დღეში ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ მიაღწია ოთხ თუ რვა წელიწადში. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ამერიკული ოცნება იზრდება – იმაზე უფრო მეტად და უკეთესად, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია”- აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის სიტყვის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს “დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი, რომელმაც პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა შეძახილით: „თქვენ არ გაქვთ მანდატი“.


ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები