Daily Mail: აშშ-მა ბრიტანეთს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა
აშშ-მა დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა,- წერს Daily Mail.
როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა შეაჩერა სამხედრო დახმარება უკრაინაში, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრმა, სადაზვერვო სააგენტოებმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას კრძალავს.
რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გარდა, გაერთიანებული სამეფოს ყველა სადაზვერვო სააგენტომ და სამხედრო საშუალებებმა ასევე მიიღეს ბრძანება, რომელიც პირდაპირ კრძალავს აშშ-ის მიერ გენერირებული დაზვერვის გაზიარებას.
აკრძალვა ეხება ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა ბრიტანეთის გენერალური დაზვერვის შტაბი (GCHQ), ჯაშუშური სააგენტოები და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ქვედანაყოფები.
„აშშ მკაცრად აკონტროლებს თავისი დაზვერვის უკრაინაში გავრცელებას კიევში დაფუძნებული სააგენტოების მეშვეობით“,- ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი დაემთხვა აშშ-ის ოფიციალურ განცხადებას კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ორ მოკავშირეს შორის.