ტრამპი: ვაფასებ, რომ ზელენსკიმ წერილი გამომიგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი განიხილა, მას მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

“დღეს უკრაინის პრეზიდენტისგან, ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა: უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტადო, მან თქვა. “მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ მშვიდობა, რომელიც განგრძობითი იქნება. ჩვენ მართლა ვაფასებთ როგორ დაეხმარა ამერიკა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში” – მე ვაფასებ, რომ მან გამომიგზავნა ეს წერილი” – თქვა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე.

როგორც ტრამპმა განაცხადა, წერილში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას მაშინ, როცა ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები