მამაკაცმა 3 თვის ჩვილი წამებით მოკლა

რუსეთში, ხანტი-მანსისკის ავტონომიურ ოლქში 3 თვის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გაასამართლეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიკოლაი მოჩინსკიმ ბინაში მასთან ერთად მცხოვრები პირის ბავშვი ალკოჰოლური ზემოქმედების ყოფნისას წამებით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 თვის გოგონამ მოჩინსკის დაძინებაში შეუშალა ხელი. რის გამოც მან ბავშვს ჯერ ჩვარით ამოუვსო პირი, შემდეგ ამასაც არ დასჯერდა და ჩვილი დაახრჩო. მსაჯულებმა ერთხმად ცნეს მოჩინსკი დამნაშავედ და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები