ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს უზბეკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მიუღებელი მოვლენა და ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.
“ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა. რასაც აკეთებდნენ ასეთი ადამიანები ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიკების სახით, იმავეს აკეთებენ დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ქვეყნებში, დამოკიდებულება არის ზუსტად იგივე. როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და ეს ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს“, – განაცხადა პრემიერმა.