კიევის საპატრიარქო: 14 ოქტომბერს რუსული სპეცსამსახურები კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმას გეგმავენ

კიევის საპატრიარქო აცხადებს, რომ რუსული სპეცსსამსახურები კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარზე პროვოკაციულ თავდასხმას გეგმავენ. ამ ინფორმაციას კიევის საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის ცნობაზე დაყრდნობით tvi.ua ავრცელებს.
კიევის საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, უკრაინელი “ნაციონალისტების” და კიევის საპატრიარქოს მომხრეთა სახით შენიღბული პროვოკატორები კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარზე თავდასხმას გეგმავენ. საპატრიარქოს ცნობით, უკრაინის სხვადასხვა ოლქებიდან მოდის ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროვოკატორები უკრაინელი პატრიოტების და კიევის საპატრიარქატოს მომხრეთა სახელით მოწოდებების ფურცლებს ავრცელებენ, რომლის თანახმადაც 14 ოქტომბერს, მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარზე თავდასხმა და ასევე მოსკოვის საპატრიარქოს სხვა ტაძრების დაკავება უნდა განხორციელდეს.
კიევის საპატრიარქოს განცხადებით, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ხსენებული მოწოდებების გავრცელებასთან. საპატრიარქომ თავის მხრივ მორწმუნეებს მოუწოდა, მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებზე ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
საინტერესოა, რომ კიევის საპატრიარქოს ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“, უკრაინული „მემარჯვენე სექტორის“ მომხრეების მიერ ტერნოპოლის ეპარქიაში მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრის დაკავების შესახებ გაავრცელა ცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები