სარიტუალო ასეულის სამხედროებმა საბრძოლო ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედროებმა ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო ყარაულმა საჩვენებელი გამოსვლა „სკს“-ის ტიპის კარაბინებით შეასრულა.
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ღონისძიებაზე „Air 1“ და „Air 2“ ტიპის საჩვენებელი ელემენტები წარმოადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ღონისძიება ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ ორგანიზებით გაიმართა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ფესტივალის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის გავლით რიყემდე სახალხო მსვლელობა მოაწყვეს.
ევროპის მოედანზე „შავფაროსანთა“ ფედერაციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, ქართული ტრადიციული შეჯიბრებები და თამაშობები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები