რესპუბლიკელი კონგრესმენი დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს,- ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.
„დღეს მე წარვადგენ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. ამას მეტი არავინ არ იმსახურებს. მისი არჩევის დროიდან და ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი ყველას შთააგონებდა და ხელს უწყობდა მშვიდობას“ – აცხადებს კონგრესმენი.
კონგრესმენის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ზრუნავს მსოფლიოზე ომის გარეშე.
ამასთან, როგორც The Hill-ი წერს, ტრამპი წარსულში რამდენჯერმე იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ ჯილდო არასოდეს არ მიუღია.