ჩინეთი აშშ-ის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე 10-15 პროცენტიან ტარიფებს დააწესებს

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბრძანებით, აშშ-ის მიერ ჩინეთის საწინააღმდეგოდ დაწესებული 20%-იანი ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთი 15%-იან ტარიფებს აწესებს აშშ-დან ქათმის, ხორბლის, სიმინდისა და ბამბის იმპორტზე.

გარდა ამისა, ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-დან სოიოს, ღორის და სხვა საქონლის იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დაწესდება.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს ტარიფები ძალაში 10 მარტიდან შევა.

„საქონელი, რომელიც გაიგზავნება ადგილიდან 2025 წლის 10 მარტამდე და იმპორტირებულია 2025 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 12 აპრილამდე, არ ექვემდებარება ამ განცხადებაში დადგენილ დამატებით ტარიფებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც “როიტერი” იტყობინება, ტარიფებთან ერთად, ჩინეთმა ასევე დააწესა საექსპორტო და ინვესტიციების შეზღუდვები 25 ამერიკული ფირმისთვის.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ჩინურ საქონელზე 10%-დან 20%-მდე, ასევე, დააწესა ახალი 25%-იანი გადასახადი თავისი მეზობელი ქვეყნებისთვის – კანადისა და მექსიკისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები