ტაილანდში 50-ზე მეტი არალეგალი მიგრანტია დაკავებული

  ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით 50-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავა. უცხოური პრესის ინფორმაციით, მიგრანტები ბანგლადეშიდან მალაიზიაში გადაჰყავდათ. გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულები როხინჯას ხალხს – მუსლიმების უმცირესობას ეკუთვნოდნენ, რომლებიც ბირმის დასავლეთით ცხოვრობენ.
ცნობილია, რომ პოლიციამ ასევე მიგრანტების გადაყვანაზე პასუხისმგებელი 2 ადამიანი დააკავა. გაეროს მონაცემებით, როხინჯა ეროვნული უმცირესობის ერთ-ერთი ყველაზე დევნილი ჯგუფია. ბირმას სახელმწიფო მათ პერიოდულად მოქალაქეობის გადაცემაზე უარს უცხადებს. ამ ხალხის დაახლოებით 300 000 წარმომადგენელი ბანგლადეშში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დევნილის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები