Reuters: თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების გეგმას ამზადებს
აშშ ამზადებს გეგმას, რომელიც პოტენციურად რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, მოსკოვთან კავშირები აღადგინოს და უკრაინაში მიმდინარე ომი შეაჩეროს.
თეთრმა სახლმა სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა სანქციების სიის შედგენა, რომელთა შემსუბუქებასაც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ სიის განხილვას ამერიკელი მაღალჩინოსნები შემდგომში რუს კოლეგებთან აპირებენ.
თეთრი სახლის კონკრეტული მოთხოვნა ბოლო დღეებში ხაზს უსვამს ტრამპისა და მისი მრჩევლების მზადყოფნას შეამსუბუქონ რუსული სანქციები, როგორც მოსკოვთან პოტენციური შეთანხმების ნაწილი.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის ნაწილია.