გერმანიის ქალაქ მანჰეიმში მანქანა ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი

დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანჰეიმში მანქანა ხალხის ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანქანის მძღოლი დააკავეს. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში ყოფნისგან, რადგან ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც მედია იუწყება, ჯერჯერობით გაურკვეველია, მოქმედებდა თუ არა მძღოლი მიზანმიმართულად, ან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი გერმანიის კარნავალთან, რადგან ახლა იქ ტრადიციული კარნავალების სეზონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები