ლოს-ანჯელესში ოსკარის 97-ე დაჯილდოება გაიმართა
ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი წამყვანი, კონან’ო ბრაიენი უძღვებოდა.
ყველაზე მეტი, 5 ჯილდო შონ ბეიკერის Anora-მ აიღო. მეორე ადგილზე 3 ოსკარით The Brutalist გავიდა. 2-2 ჯილდოს მოპოვება Dune 2-მა, Emilia Perez-მა და Wicked-მა შეძლეს.
2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში Anora-ს ავტორი, შონ ბეიკერი გახდა. მან ცერემონიაზე 3 ოსკარი მიიღო: საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ორიგინალური სცენარის და საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებში.
“საუკეთესო მსახიობი ქალის” ნომინაციაში გაიმარჯვა მაიკ ედისონმა, ფილმისთვის “ანორა”. მედისონისთვის ეს პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა.
“საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის” კატეგორიაში გამარჯვებული ზოი სალდანა გახდა. მსახიობმა ჯილდო “ემილია პერესში” შესრულებული როლისთვის მიიღო.
ედრიენ ბროუდი ოსკარის მფლობელი წელს მეორედ გახდა. მან ჯილდო “საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში”, The Brutalist-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. პირველი ოსკარი მსახიობმა “პიანისტში” შესრულებული მთავარი როლისთვის დაიმსახურა.
2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული “საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის” კატეგორიაში კირან კალკინი გახდა. მსახიობმა ჯილდო A Real Pain-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.