ავსტრიის ახალი კანცლერი კრისტიან შტოკერი გახდა

ავსტრიის ახალი კანცლერი „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერი კრისტიან შტოკერი გახდა,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შტოკერმა უკვე დადო ფიცი ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის რეზიდენციაში.

დღეს ფიცი სულ ცამეტმა მინისტრმა და შვიდმა სახელმწიფო მდივანმა დადო. როგორც “როიტერი” წერს, ეს არის მთავრობის წევრების რეკორდული რაოდენობა.

ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები