ინდოეთში ზვავის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაკარგულად ითვლება
ინდოეთის შტატ უტარახანდში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 50-მდე ადამიანი, რომლებიც თოვლისა და ნამსხვრევების ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, გადაარჩინეს, მაგრამ ოთხი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ინდოეთის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ჰიმალაის მთიან შტატში დაკარგული ხუთი ადამიანის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც არიან ჩართული.
”მთავრობა სრულად არის მოწოდებული, რომ ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს კრიზისის დროს”,- განაცხადა უტარახანდის შტატის მინისტრმა, პუშკარ სინგჰ დამიმ.