კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონ ლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპული ნოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალი გვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა.
კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედის დღე მიულოცეს წეროვნის გამგებელმა, გელა შერმადინმა, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა, სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა.
„ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ და მადლობას გადავუხდით იმ ღირსეულ დედებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ღირსეული კაცები აღუზარდეს! ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღეს! დედაშვილობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
დღესვე, კობა კობალაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, წეროვანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.