ეკატერინე ნანდოშვილმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 8 შვილის დედას მიულოცეს

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 8 შვილის დედას მიულოცეს. – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადაეცა საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ტკბილეული, სათამაშოები და მხატვრული ლიტერატურა.

,, 8 შვილიანი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანმა წევრმა ‒ 8 წლის სოფიამ კი, სურვილი აისრულა და საჩუქრად ახალი დარბუკა მიიღო.

იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებში”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები