საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე: ყველა ცენტრალურ, საერთაშორისო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს გადაადგილება; არანაირი შეზღუდვა არ არის

“ყველა ცენტრალურ საერთაშორისო შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს გადაადგილება”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით, როგორც ცნობილია, დაწესებული იყო შეზღუდვა ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის, ვაზიანი-გომბორის მიმართულებით. კლიმატურმა პირობებმა საშუალება მოგვცა, ინტენსიური გაწმენდით სამუშაოების შედეგად მოხსნილიყო აღნიშნული შეზღუდვა.

თბილისის შემოგარენში თოვდა. შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. ამ დილის მდგომარეობით ნალექი შეწყდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ცენტრალურ, საერთაშორისო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს გადაადგილება. არანაირი შეზღუდვა არ არის“, – აღნიშნა პავლე გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები