„ალ-ჯაზირას“ წამყვანს 15 წელი მიუსაჯეს
ეგვიპტის სასამართლომ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ წამყვანს ახმედ მანსურას წამების ბრალდებით დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთის 15 წელი მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, მანსურმა და „ძმები-მუსლიმების“ 2-მა ლიდერმა ქაიროში, ტახრირის მოედანზე ადვოკატი აწამეს. იმ დროს, 2011 წელს, მოედანზე პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეგვიპტის ხელისუფლებამ „ალ-ჯაზირა“ „ძმები-მუსლიმების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.