იემენში აფეთქების შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა
2 სამხედრო დაიღუპა და 3 დაიჭრა საგზაო ჭურვის აფეთქების შედეგად იემენში. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება თავდასხმაში დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი აფეთქება 2 დღის წინ იემენის დედაქალაქ სანაში მოხდა. შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.