ჩრდილოეთ ირლანდიაში ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აღმოაჩინეს

   ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო მასალები აღმოაჩინა. უცხოური პრესის ინფორმაციით, საწყობი ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე იყო ნაპოვნი. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სავარაუდოდ, დისიდენტებს ეკუთვნოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად 1 ადამიანი დააკავეს. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის მტკიცებით, მათ სერიოზული შემთხვევის თავიდან აცილება შეძლეს.
დისიდენტები ჩრდილოეთ ირლანდიაში – რადიკალური ჯგუფების წევრები არიან, რომლებიც ირლანდიის გაერთიანებისკენ მიისწრაფიან. დისიდენტები ირლანდიის რესპუბლიკურ ჯარს სამშვიდობო პროცესში ჩართვაზე მისი უარყოფითი აზრის გამო გამოეყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები