რატი იონათამიშვილი: ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც შემოგვაქვს, მედიაში გარემოს გააჯანსაღებს
,,ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანული კანონმდებლობა მედიაგარემოს გააჯანსაღებს.
„აქედან გამომდინარე, ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც შემოგვაქვს, მედიაში გარემოს გააჯანსაღებს და ის გახდის მას დამოკიდებულს არა გარე დამკვეთებზე, რომელთაც საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ, არამედ მოქალაქის ინფორმირებულობას მოახდენენ. ვისაც გარკვეული შიშები აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მიეჩვივნენ იმას, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ, რასაც მედიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.