დავით მათიკაშვილი – ღიმილის მომგვრელია დაჟინებული მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოზე სანქციებით მოახდინონ შანტაჟი

„ღიმილის მომგვრელია დაჟინებული მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოზე სანქციებით მოახდინონ შანტაჟი, ეს არ ჭრის არც ივანიშვილზე და არც ქვეყანაზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით, ვერანაირად ვერ იქნება პროდუქტიული ის, თუ რას იმსჯელებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი.

„ღიმილის მომგვრელია დაჟინებული მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოზე რაღაც სანქციებით მოახდინონ შანტაჟი. შანტაჟი არ ჭრის არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ქვეყანაზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს, ფესვგადგმული „დიფ სთეითი“ სად ამოყოფს თავს და როგორ განმარტებას გააკეთებს, ვერანაირად ვერ იქნება მათთვის პროდუქტიული. ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები