ელგუჯა ხოკრიშვილი სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ საკითხებზე, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემაზე, სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმებზე ისაუბრა.
ასევე მინისტრმა სტუდენტებს სტუდენტური კონკურსი – “ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე” წარუდგინა.
კონკურსის მიზანი ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა.
ღონისძიებაზე ცნობილი გახდა ასევე ინიციატიავა თსუ-სა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თსუ სტუდენტები სამინისტროში პრაქტიკის გავლას შეძლებენ.