ირაკლი ქადაგიშვილი: ცდილობენ საზოგადოებაში მაქსიმალური ნიჰილიზმი დათესონ – ეს არის ამ ოპოზიციის ნიშა
,,ყოველ ჟამს ელოდებიან რაიმე უბედურ შემთხვევას, მათ შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარს, რომ შემდგომ ამით საზოგადოება დაზაფრონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, ნიჰილიზმის დათესვა – ოპოზიციის ნიშაა.
„ეს უბრალოდ ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში მაქსიმალური ნიჰილიზმი დათესონ. ეს არის დღეს სამწუხაროდ ამ ოპოზიციის ნიშა და იმიტომაც არის, რომ ყოველ ჟამს ელოდებიან რაიმე უბედურ შემთხვევას, მათ შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარს, რომ შემდგომ ამით საზოგადოება დაზაფრონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.