გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი, გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.