ებოლას ვირუსს 4 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა – რა ზომებს იღებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

  სასიკვდილო ვირუსის ებოლას მსხვერპლთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ყველაზე მეტი ადამიანი ლიბერიასა და სიერა ლეონეში ემსხვერპლა. ვირუსით ინფიცირებულთა რამდენიმე შემთხვევა ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოვლინდა. რამდენიმე დღის წინ ტეხასში ერთი ადამიანი დაიღუპა, რის შემდეგაც დასავლეთ აფრიკიდან შემოსულ მგზავრებზე სამედიცინო შემოწმება დაიწყეს.
საქართველოში საეჭვო ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე დაკვირვება უკვე ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ებოლას ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემა, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზად არის. საავადმყოფოები სათანადოდ აღჭურვილი და მედიკამენტებით მომარაგებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები