2024 წლის დეკემბერში საქართველოს ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი +1.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით- STR Global
„2024 წლის დეკემბერში საქართველოს ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი +1.2%–ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით– STR Global,“- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global – ის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 40.8% შეადგენს, რაც +1.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით კი ზრდა +5.7%-ია.
“2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თბილისში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 43.8%-ს შეადგენს, რაც +1.9%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით
საერთაშორისო კვლევითი კომპანია STR Global მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში, 67 ათასი სასტუმროს შესახებ ამზადებს კვლევებს, სადაც 8 მილიონზე მეტი ნომერი შედის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.