„დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ „სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა

  „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ დღეიდან რეგიონში „სიჩუმის რეჟიმი“ უნდა ამოქმედდეს.
„დღეიდან „სიჩუმის რეჟიმი“ უნდა დაიწყოს. თუ ის 5 დღის განმავლობაში შესრულდება, მაშინ ორივე მხრიდან მძიმე არტილერიის გაყვანა დაიწყება“, – განაცხადა ზახარჩენკომ.
უკრაინის აღმოსავლეთით სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად 5 სექტემბრიდან მოქმედებს. თუმცა სროლა და შეიარარებული შეტაკებები დონბასში არ წყდება. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მოქმედების განმავლობაში 331 ადამიანი დაიღუპა.

10719397_848347941872112_937063942_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები