მამუკა მდინარაძე: საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში

,,საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ძალიან კარგი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ საქართველოში წყდება ქართველების ბედი და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ უფრო გაზრდილი დამოუკიდებლობის ხარისხი ნიშნავს მეტ განვითარებას, სუვერენიტეტს და მეტი ეროვნული ინტერესის გატარებას.

„ჩვენ ეს შევძელით და თუკი დეოკუპაციაზე, დამოუკიდებელ მოქმედებებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუკი შენი ქვეყნის მართვაზე ქვეყნის შიგნიდან და არა აგენტებიდან შეიძლება იყოს საუბარი, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი დღეს რაც გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდილი დამოუკიდებლობის ხარისხი ნიშნავს მეტ განვითარებას, სუვერენიტეტს, მეტი ეროვნული ინტერესის გატარებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები