თეა წულუკიანი: ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისია გადახალისდება

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისია გადახალისდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი შეფასებით, მამაკაცების მხრიდან ქალის კვლა სერიოზული პრობლემაა.
“დღეს კაცის მიერ ქალის კვლა არის ქართული საზოგადოების სერიოზული პრობლემა. როგორც ეს არის ძალიან ბევრ სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში. პრემიერთან ჩემი შეხვედრის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ის უწყებათშორისი საბჭო, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს საქართველოში და მას დღეს რეალურად ძველი შემადგენლობა აქვს, გადავახალისოთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მას ასევე მიაჩნია,რომ სახელმწიფომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა უნდა გაააქტიუროს. “მთავრობას კომისიის ცვლილების საკითხი ორ კვირაში წარედგინება. წელს უკვე 25 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები