“არავინ არ შეარჩენს არც საქართველოს ხელისუფლებას, არც დიდი ბრიტანეთის და არც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას მედიის დათრგუნვას და უხეშად მოქცევას” – გია ვოლსკი
“არავინ არ შეარჩენს არც საქართველოს ხელისუფლებას, არც დიდი ბრიტანეთის და არც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას მედიის დათრგუნვას და უხეშად მოქცევას, რათა აზრის თავისუფლება ჩაახშოს, ეს გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს წარმატება არ უწერია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოში ანალოგი არსებობს, დიდი ბრიტანეთის მედია სივრცეს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებას ვერავინ ვერ დააბრალებს, ეს გამორიცხულია და საქართველოშიც ზუსტად იგივე უნდა იყოს, თუმცა ისეთი მექანიზმი არ უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ იმიტომ აზიანებს, რომ ვიღაცას გარედან ასე სურს – პატარა ქვეყანა მუდმივად ტურბულენტურ ზონაში იყოს და საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს. ამისთვის არცერთი რესურსი არ უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის არც მედია. მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ამას ვინ განსაზღვრავს? – რა საკვირველია, კანონი. არავინ არ შეარჩენს არც საქართველოს ხელისუფლებას, არც დიდი ბრიტანეთის და არც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას მედიის დათრგუნვას და უხეშად მოქცევას, რათა აზრის თავისუფლება ჩაახშოს. ეს გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს წარმატება არ უწერია“, – განაცხადა ვოლსკიმ.