ირაკლი კობახიძე – იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას” კანონი დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ვინაიდან ეს არის საკმაოდ უხეში კანონი
ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას” კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას” კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირველ ვარიანტად „ფარას” ზუსტი ანალოგის ინიციირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.
„ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას” ინიციირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე,”- აღნიშნა პრემიერმა.