30-მდე დევნილი ოჯახის გაზიფიცირების პრობლემა გადაწყდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როსტომ კობახიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი ფეიქრების ქ. N14-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩა N14-ში მდებარე შენობაში 30-მდე დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. დევნილთა სამინისტროსა და ნაძალადევის რაიონის გამგეობას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ობიექტის გაზიფიცირების შესახებ, რისი დამადასტურებელი საგარანტიო ბარათები დევნილ ოჯახებს დღეს გადაეცათ. სამუშაოები თვის ბოლოდან დაიწყება და ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ზამთრის სეზონის დადგომამდე შენობის სრული გაზიფიცირება მოხდება.