Airbnb-ის ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საქართველოში განთავსების ობიექტის დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა
დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, Airbnb-ის მონაცემებით, იანვარში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დატვირთვის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, საერთაშორისო პლატფორმის კვლევით თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია.
2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თბილისში 5,167.