მიხეილ ყაველაშვილი: სრულყოფილი ანგარიში მომაწოდეს – გურიაში ისევ რჩება რთული მდგომარეობა, დეტალურად არის გაწერილი ხვალინდელი გეგმა
სრულყოფილი ანგარიში მომაწოდეს. გურიაში ისევ რჩება რთული მდგომარეობა. დეტალურად არის გაწერილი ხვალინდელი გეგმა, – ამის შესახებ ოზურგეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკოორდინაციო შტაბში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩება ელექტროგადამცემ ხაზებამდე მისვლა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში.
„მოსახლეობა უნდა იყოს იმედიანად, აღმასრულებელი ხელისუფლება, კონკრეტული უწყებები, სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ სწრაფად მოხდეს აღდგენა. ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია დამყარებული.
თავისთავად სირთულეებია. სტიქიამ და უხვმა ნალექმა ეს სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით მოსახლეობასთან ერთად“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.