ჩინეთში სექტის წევრებს მკლელობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

  ჩინეთის სასამართლომ აკრძალული სექტის 2 წევრს „მაკდონალდში“ ქალის მკვლელობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. უცხოური პრესის ცნობით, 37 წლის უ შოიანი სექტანტებმა იმის გამო მოკლეს, რომ მან მათ თავისი ტელეფონის ნომერი არ მისცა. მკვლელობის ფაქტი „მაკდონალდსში“ დამონტაჟებულმა კამერებმა და თვითმხილველების მობილურმა ტელეფონებმა დააფიქსირეს.
სექტის კიდევ 3 წევრს თანამონაწილეობის გამო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ცნობისთვის, რელიგიური ჯგუფი – „ყოვლისშემძლე უფლის ეკლესია“ ჩინეთში აკრძალულია. სექტის წარმომადგენლების მტკიცებით, ჯგუფში მილიონ ადამიანზე მეტია გაწევრიანებული.

10719119_848330618540511_1154736663_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები