ირაკლი ჩიქოვანი სტიქიასთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: მიმდინარეობს მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც უსაფუძვლოა

„ეს არის სპეკულაციები, რომელიც უსაფუძვლოა და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათიანი არსებობის პერიოდი აქვს,“ – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის და მასთან აფილირებული პირების თუ მედიასაშუალებების მიერ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უწყება, რომელიც ჩართულია სტიქიის ზონებში გაწმენდით და სამაშველო სამუშაოებში თავის საქმეს წარმატებით ართმევს თავს, არ შეიძლება მათ შრომას მსგავსი სპეკულაციებით ჩრდილი მიადგეს.

„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია, მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს, რეალურად ასრულებს და ძალიან კარგად ასრულებს ყველა ის უწყება, რომელიც არის ადგილზე მობილიზებული.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ექიმებს, რომლებიც დაუღალავად, პრაქტიკულად 24/7-ზე მუშაობენ, რა თქმა უნდა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჯარისკაცებს და ამათ ძალისხმევაზე ჩრდილის მიყენება ნამდვილად არ არის კარგი საქმე,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები