“ძალით პანიკის დათესვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი თეორიულად მაინც არის შესაძლებელი” – მდინარაძე

“ძალით პანიკის დათესვა, რაღაცების წერა და კითხვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერი კეთდება, რაც კი თეორიულად მაინც არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ფსკერს მიღმაა მათი ლოგიკა და რაღაცების კეთება, თითქოს, აწუხებთ. რეალურად კი ვხედავთ, პირდაპირ ეთერში როცა მათი საწინააღმდეგო განცხადების უნებლიეთ წაკითხვა მოუწიათ, წამყვანებს სახე აღარ აქვთ ხოლმე. აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი. ის დროა, როცა საქმეს უნდა მივხედოთ.კიდევ უფრო მაგრად მივხედავთ, ეს ყველაფერი რომ გადაივლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები