გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა გაიზრდება
„ნუ დატოვებ ნარჩენებს-იზრუნე გარემოზე“, ასე ჰქვია თემას, რომელზეც საჯარო ლექცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა. ლექცია გარემოსდაცვით საკითხებს, ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტსა და სამომავლო ღონისძიებებს ეხებოდა.
კანონპროექტი „ნარჩენების მართვის შესახებ“ პარლამენტს წარედგინება განსახილველად, რაც გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმისა და სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. მინისტრმა სტუდენტებს კონკურსში ჩართვისა და აქტიურობისაკენ მოუწოდა. გამარჯვებულს 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.