“მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, გაწერას ითხოვს სტაციონარიდან, ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე” – ზურაბ ჩხაიძე
“მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, გაწერას ითხოვს სტაციონარიდან, ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე”, – ამის შესახებ ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე “ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას აცხადებს.
ექიმის თქმით, მზია ამაღლობელი სტაციონარიდან გაწერას ითხოვს.
„პაციენტს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კურსის მიმდინარეობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. თავად პაციენტი გაწერას ითხოვს დღეს სტაციონარიდან. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე და ითხოვს გაწერას. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა და ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.