“ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადავიარეთ, თუმცა, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ეს საფრთხეები ისევ ძალაში დარჩება” – ბოჟაძე
“ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადავიარეთ, თუმცა, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ეს საფრთხეები ისევ ძალაში დარჩება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდს გაუძლო და ყველაფერი გაკეთდა, რათა ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩართულიყო. ჩვენ მშვიდობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, მათ შორის შიდა სტაბილურობის პრობლემებისა და მუქარების, ზეწოლების ხარჯზე, რომელსაც ხელისუფლება განიცდიდა. თუმცა, სამი წლის თავზე ხედავთ, რომ ომთან მიმართებით პოლიტიკა და მიდგომა შეიცვალა. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ დონალდ ტრამპის კონკრეტული ნაბიჯები ვნახეთ. მშვიდობა, რომელზეც ჩვენ სამი წელია, ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად აქტუალურია. იცით, რომ ფაქტობრივად, ამერიკა და უკრაინა წიაღისეულზე შეთანხმდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობისთვის მალე მტკიცე ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადავიარეთ, თუმცა, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ეს საფრთხეები ისევ ძალაში დარჩება“, – აღნიშნა ბოჟაძემ.